სოზარ სუბარი პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას 137 დაავადებული პატიმრის შეწყალებას სთხოვს

სოზარ სუბარი პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას 137 დაავადებული პატიმრის შეწყალებას სთხოვს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, მძიმედ დაავადებული პატიმრების 137-კაციან სიას უგზავნის და მათი შეწყალების მოთხოვნით მიმართავს.

სუბარის განცხადებით,  ამ ადამიანების ციხეში გაჩერება მათ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

„სია სულ 300 კაცისგან შედგებოდა, მაგრამ მოხდა მისი ოპტიმიზაცია და 137 კაცამდე დავიდა. ამ ადამიანების ციხეში გაჩერება მათ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, რადგან ისინი არიან ძალიან მძიმედ არიან დაავადებული. ფაქტობრივად, ლოგინიდან ვერ დგებიან. იმდენად მძიმედ არიან, რომ მათი გამოშვება საზოგადოებას არავითარ საფრთხეს არ შეუქმნის“,- განაცხადა  სუბარმა.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ადამიანებს უმეტესობას პატიმრობა მისჯილი აქვს ნარკოტიკებთან ან ძარცვასთან დაკავშირებით.