გიორგი მელითაური: მთელი პირადი შემადგენლობა უნდა მომზადდეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიონობა საკმაოდ მაღლა აიწევს

გიორგი მელითაური: მთელი პირადი შემადგენლობა უნდა მომზადდეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიონობა საკმაოდ მაღლა აიწევს

სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინის საქართველოში ვიზიტის და განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც,  „ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს დაგეგმვის, ტრეინინგების, ჯარისკაცთა მომზადების გაუმჯობესებაში, მაგრამ ეს ასევე მოიცავს შესაძლებლობას საქართველოს მიერ თავდაცვის აღჭურვილობის შეძენისა, ისეთი აღჭურვილობის, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოს საზღვაო და საჰაერო სივრცის მონიტორინგის გაუმჯობესებას“, აცხადებს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობა აღიარებს დღევანდელი ხელისუფლების კურსის დასტურს, ნატოს და ევროპისკენ და აქედან გამომდინარე, თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, ჩვენსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა არათუ გრძელდება არამედ, ღრმავდება.

მელითაურის განცხადებით, აშშ  საქართველოს პრაქტიკულად,  10 წლის განმავლობაში ფართოდ  ეხმარებოდა  და აღნიშნავს, რომ პროექტ „წვრთნისა და აღჭურვის“ ფარგლებში პროფესიონალურ დონეზე დაკომპლექტებული ქვედანაყოფები და შენართები პირველად ჩამოყალიბდა.

„ეს პროგრამა სხვადასხვა სახელით,  სხვადასხვა ტიპით გრძელდებოდა,  მაგრამ ჩვენ სამხედრო  სფეროში განათლების კუთხით, საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ სფეროში აშშ-ს  აქტიური მონაწილეობა მისასალმებელია. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეიარაღებული ძალებისთავის  თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალების მიწოდება და მისთვის პერსონალის მომზადება. ეს მოკლევადიანი პროგრამა ვერ იქნება.  აქ არაა საუბარი,  მხოლოდ და მხოლოდ იარაღის გადაცემაზე.  ამ იარაღის მომსახურებას ძალიან მაღალ დონეზე მომზადებული პროფესიონალი კადრები სჭირდება, რასაც, რა თქმა უნდა, დროც უნდა. აქ ერთეულებზე არაა საუაბარი,  ამისთვის მთელი პირადი შემადგენლობა უნდა მომზადდეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ამ პროგრამების განხორციელება, რა თქმა უნდა,  საკმაოდ მაღლა ასწევს“, - განაცხადა მელითაურმა.