ბიძინა ივანიშვილი: დაკავებებთან დაკავშირებით,  საქართველოს მთავრობასაც იგივე პოზიცია აქვს, რაც   კლინტონს

ბიძინა ივანიშვილი: დაკავებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასაც იგივე პოზიცია აქვს, რაც კლინტონს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას გამოეხმაურა.

ივანიშვილის განცხადებით,  ქვეყანაში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით,  საქართველოს მთავრობასაც იგივე პოზიცია აქვს, რაც  ჰილარი კლინტონს.

„დაკავებების პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იგივეს ვფიქრობთ ჩვენც და ვაკეთებთ კიდეც. ასე რომ, ჰილარი კლინტონის განცხადებაში არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა“,- განაცხადა  ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ჰილარი კლინტონმა საქართველოში მიმიდნიარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას გააკეთა. „ვიმედოვნებთ,  რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ, კანონის და პროცედურული ნორმების შესაბამისად“, - განაცხადა კლინტონმა.