საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები ალტერნატიული აუდიტის ჩატარებას აპირებენ

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები ალტერნატიული აუდიტის ჩატარებას აპირებენ

თბილისის საკრებულოს ფრაქციები „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ქართული ოცნება - თბილისი“ თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის მოწვეული აუდიტორის მიერ, შემოწმების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციური ფრაქციები უნდობლობას უცხადებენ აუდიტის სამსახურს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით არიან დაკომპლექტებული და მოწვეული აუდიტორის საშუალებით გეგმავენ აუდიტის ჩატარებას.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ,  საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საკრებულოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის შემთხვევაში, იძლევა ბიუჯეტის მოწვეული აუდიტორის მიერ შემოწმების საშუალებას. ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა დავადგინოთ სიმართლე ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან მიმართებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

ოპოზიციური ფრაქციები,  „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობით,  ინიციატივაში მონაწილეობას სთავაზობენ.