კუბლაშვილი: კლინტონის განცხადებაში მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ „ქართულმა ოცნებამ“  პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან თავი უნდა შეიკავოს

კუბლაშვილი: კლინტონის განცხადებაში მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან თავი უნდა შეიკავოს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი   აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებას გამოეხმაურა.

კუბლაშვილის განცხადებით, დიპლომატიური ენით, მაგრამ მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან და პირების პოლიტიკური ნიშნით დევნისგან თავი უნდა შეიკავოს.

„ძალიან მკაფიო იყო მინიშნება იმ გამოძიებებთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელისა და სხვა პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილები იყო ივანიშვილის რეჟიმის მისამართით. ვნახოთ, რამდენად ადეკვატური იქნება ხელისუფლება“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, ჰილარი კლინტონმა საქართველოში მიმიდნიარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას გააკეთა. „ვიმედოვნებთ,  რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ, კანონის და პროცედურული ნორმების შესაბამისად“, - განაცხადა კლინტონმა.