ივანიშვილი: ჩვენ არ ვიმოქმედებთ არცერთი განცხადების მიხედვით, რომელიც კეთდება საზღვარგარეთ

ივანიშვილი: ჩვენ არ ვიმოქმედებთ არცერთი განცხადების მიხედვით, რომელიც კეთდება საზღვარგარეთ

მთავრობა არ იმოქმედებს არცერთი განცხადების მიხედვით, რომელიც საზღვარგარეთ კეთდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ვაშინგტონ პოსტის" სტატიის კომენტირებისას განაცხადა.

„სააკაშვილი ახერხებს როგორღაც არასწორი ინფორმაციის გატანას საზღვარგარეთ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ დღემდე ბოკერიას სამსახურის ინფორმაციის გახსნა. ბიუჯეტიდან დახარჯულია 16 მილიონი, ამას ადევს გრიფი „საიდუმლო". ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ამ თანხით დაფინანსდა ასეთი პასკვილები. ფინანსთა მინისტრმაც მიმართა, მაგრამ მასაც არ აძლევენ ინფორმაციას. ჩვენ მოვახერხებთ უახლოეს დროში ამ ინფორმაციის გახსნას. ჩვენ არ ვიმოქმედებთ არცერთი განცხადების მიხედვით, რომელიც კეთდება საზღვარგარეთ. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას თუ რა ხდება საქართველოში. საქართველოს საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული და ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის მიხედვით. ასეთი სტატიები ვერ შეაჩერებენ და ვერ შეაფერხებენ სამართალდამცველი სტრუქტურების მოქმედებას. ჩვენ ვიწყებთ სამართიანობის აღდგენას. ეს იყო დარღვეული, ეს პროცესები მალე დამთავრდება და ჩვენ მოვახერხებთ საერთაშორისო მედიასაც გავაცნოთ მათი რეალური სახე. ხალხის ფული აწი ხალხზე დაიხარჯება და არა ასეთ სტატიებზე" - განაცხადა ივანიშვილმა.