გაერომ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

გაერომ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

გაეროს ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა პალესტინისთვის სახელმწიფო–დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭებინა,მიუხედავად ისრაელის და ამერიკის წინააღმდეგობისა.

გუშინ პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გაეროს წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი „ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას  მისცემს შანსს“,–აღნიშნა აბასმა.

გაეროში ისრაელის ელჩის რონ პროზორის განცხადებით, პალესტინისთვის სტატუსის მინიჭება „მშვიდობას კი არ ემსახურება, არამედ მის პროვოცირებას აწარმოებს“.

გაეროს ასამბლეაში 138–მა სახელმწიფომ ხმა მისცა პალესტინის ახალ წევრად მიღებას და მხოლოდ 41 წავიდა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი,მათ შორის იყვნენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი,ამერიკა,ისრაელი,მარშალის კუნძულები, კანადა, ნაურუ, პალაუ, მიკრონეზია, პანამა და ჩეხეთი.