პარლამენტში ლევან მამალაძის საქმესაც განიხილავენ

პარლამენტში ლევან მამალაძის საქმესაც განიხილავენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფში, რომელიც პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საქმეებს სწავლობს, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის საქმესაც განიხილავენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, მამალაძის საქმე არაორდინალურია, საქმესთან დაკავშირებით, ფაქტობრივი გარემოებები არსებობს და საქმეზე მსჯელობა გაგრძელდება.

რაც შეეხება სიას, ბესელიას ინფორმაციით, ჯგუფში რამდენიმე ადამიანზე რეკომენდაცია შევიდა. კერძოდ, თეთრაძესთან ერთად დაკავებული სამი პირის საქმე და ასევე, დევნილობაში მყოფ პირებთან.

ბესელიას განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით დევნილ და დაპატიმრებულ პირებთან დაკავშირებით მომზადებული დადგენილების პროექტი 5 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე გავა.