თეა წულუკიანი: შევქმნით ყველა იმ კანონს, რაც შშმპ-თა უფლებების რეალიზაციისთვისაა საჭირო

თეა წულუკიანი: შევქმნით ყველა იმ კანონს, რაც შშმპ-თა უფლებების რეალიზაციისთვისაა საჭირო

იუსტიციის სამინისტრო ყველა იმ კანონს შექმნის და მთავრობას წარუდგენს, რაც შშმპ-თა უფლებების რეალიზაციისთვისაა საჭირო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, ცოტა მხიარული ნოტით დავიწყო. თქვენ გული არ დაგწყდეთ და დაბალი ადამიანებისთვის საქართველოში ტრიბუნაც კი არ არსებობს. ეს ჩემთვის ყოველთვის პრობლემაა. მინდა, მოგესიყვარულოთ და აღვფრთოვანდე თქვენით, რომ მიუხედავად სირთულეებისა, შეგრჩათ უნარი უგნურ ხელისუფლებას უთხრათ, რომ აქ ვართ და მოგვხედეთო. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენ გვაქვს ნება შშმ პირების პრობლემები გადავწყვიტოთ. რაც შეეხება ჩვენს სამინისტროს, ადრე იქ პრიორიტეტი მშენებლობები იყო, ჩვენ კი გავაძლიერეთ სამართალშემოქმედების მიმართულება. ჩვენს შევქმნით ყველა იმ კანონს და წარვუდგენთ მთავრობას, რაც თქვენი უფლებების რელიზაციისთვის არის საჭირო. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს შენობას, მართალია, ამას მე ვერ მივიწერ, მაგრამ ეს შენობა არის ისეთი, სადაც შშმ პირებისთვის შესვლა და გადადგილება არის ადვილი. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტროში მხოლოდ ერთი შშმ პირი მუშაობს. ჩვენი პოლიტიკა იქნება, რომ ყველა კომპეტენტური ადამიანი მიუხედავად შესაძლებლობისა, დასაქმებული იქნას საჯარო სამსახურში. წარმატებას გისურვებთ და პირველ რიგში, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს თავს, თქვენი უფლებების გადაწყვეტის საკითხში" - განაცხადა წულუკიანმა.