თაქთაქიშვილი: თენგიზ გუნავას დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მორიგი გაბრძოლებაა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

თაქთაქიშვილი: თენგიზ გუნავას დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მორიგი გაბრძოლებაა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, იმ გამგეობებში, რომელსაც „ქართული ოცნება" ვერ აკონტროლებს, შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე დაკავებები ხორციელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონში" განუცხადა, თენგიზ გუნავას დაკავება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მორიგი გაბრძოლებაა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

„აღნიშნული დაკავებები ივანიშვილის რეჟიმის ბოლო გაბრძოლებაა, გაბრძოლება თავისი პოლიტური ოპონენტების წინააღმდეგ. ყველა იმ საკრებულოში, ყველა იმ გამგეობაში, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ვერ აკონტროლებს, ხდება შეთითხნილი ბრალდებების მოპოვება და ამ ბრალდებების საფუძველზე დაკავებები ხორციელდება" - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

მისივე თქმით, იმ მიღწევას, რაც ქვეყანამ დემოკრატიული არჩევნების გზით მიიღო, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიერ განხორციელებულ რეპრესიებით საფრთხე ექმნება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" უზრუნველყო, რომ დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხელისუფლება ერთი პოლიტიკური გუნდიდან მეორეს გადაეცა. ძალიან სამწუხაროა, რომ გადაბარების პროცესს შედეგად რეპრესიები მოჰყვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსშია თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში. მაშინ, როცა საფრთხე ემუქრება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია იყო და მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ოპოზიციის კრიტიკას ვერ ეგუება, ამ შემთხვევაში ქართული დემოკრატია, საფრთხის წინაშეა" - განაცხადა თაქთაქიშვილმა.