ალექსანდრე მუხაძეს ბრალს დღეს დაუსწრებლად წაუყენებენ

ალექსანდრე მუხაძეს ბრალს დღეს დაუსწრებლად წაუყენებენ

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრე მუხაძეს ბრალს დღეს დაუსწრებლად წაუყენებენ.

პროკურატურის ინფორმაციით,  ეჭვმიტანილი ალექსანდრე მუხაძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და მოსალოდნელია მის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთოს.

ცნობისთვის,  გამოძიებამ უკვე დაკითხა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები და პატიმარი სისაური, რომელსაც თეთრაძის ოჯახი მკვლელობის უშუალო შემსრულებლად სახელდება.

პროკურატურა თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით, კონკრეტული მტკიცებულებების საზოგადოებისთვის წარდგენას უახლოეს მომავალში გეგმავს.