ხელჩანთის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით 2 არასრულწლოვანი დააკავეს

ხელჩანთის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით 2 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხელჩანთის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ცხელ კვალზე ორი არასრულწლოვანი 1997 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1996 წელს დაბადებული სერგო მ. დააკავეს.

შსს-ს ინფრომაციით, აღნიშნულმა პირებმა რუსთავში XV მიკრორაიონის ტერიტორიაზე, ღამის საათებში, მოქალაქე რუსუდან ხარატიშვილს  ხელჩანთა წაართვეს, რომელშიც ფული და საბუთები იდო.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სსკ 178-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.