დავით ნარმანია: სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში უშუალოდ ვერ ჩაერევა

დავით ნარმანია: სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში უშუალოდ ვერ ჩაერევა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამგებლებსა და მოსახლეობას შორის არსებულ დაპირისპირებაში ვერ ჩაერევა.

მინისტრის თქმით, ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობიდან მოდის.

ნარმანიას განმარტებით, სამინისტრო უშუალოდ ვერ ჩაერევა ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში, რადგან ისინი დამოუკიდებელი ორგანოები არიან .

„ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური დუღილის პროცესი ჩაწყნარდება“, - განაცხადა ნარმანიამ.