ბესელია დიპკორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

ბესელია დიპკორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  შემაჯამებელი მოხსენებით წარდგება.

დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე კანონმდებელი პოლტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიების შესახებ, ასევე „ამნისტიის შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრებს.

ამასთან, სიის თაობაზე, კომიტეტის სხდომაც გაიმართება, სადაც დამატებით კიდევ იმ პირთა ვინაობა გახდება ცნობილი, რომლებსაც პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სტატუსი მიენიჭებათ.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტი დაახლოებით ერთი თვეა, რაც პოლიტპატიმრებთან და პოლიტდევნილებთან, ასევე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობს. მანამდე შესწავლილი საქმეებიდან კი პარლამენტი პოლიტპატიმრის სტატუსს 186-ს, პოლიტდევნილის კი - 22 პირს ანიჭებდა. საბოლოო  დადგენილება კი, პარლამენტს 5 დეკემბერს წარედგინება.