სასტუმრო

სასტუმრო "Radisson Blu"-ში გიონული პოლიტიკის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება

 დღეს, სასტუმრო "Radisson Blu"-ში   ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ  from.ge -ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროს ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის დისკუსიების მთავარი მიზანია, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარება რეგიონული პოლიტიკის სფეროში, როგორც ევროპულ, ასევე საქართველოს დონეზე და საქართველოში რეგიონული პოლიტიკის სამომავლო ფორმულირების შესაძლო ვარიანტების შესწავლა.

შეხვედრაში მონაწილეობას, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე მიიღებენ.