კახა კალაძე „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრას 4 დეკემბერს გამართავს

კახა კალაძე „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრას 4 დეკემბერს გამართავს

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე კომპანია „ინტერ რაოს"  წარმომადგენლებთან შეხვედრას დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ინტერ რაოს" წარმომადგენლებთან საკმაოდ დადებითი შეხვედრა გაიმართა და მხარეები შეთახმდნენ, რომ ნოემბრიდან მარტამდე, საქართველოს სჭირდება იმპორტირებული ელექტროენერგია, რომელსაც რუსეთიდან მიიღებს.

კალაძის თქმით, შემდეგი შეხვედრა „ინტერ რაოსთან" 4 დეკემბერს გაიმართება.

ენერგეტიკის სამინისტროში ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით მრგავლი მაგიდა მიმიდნარებს, რომელსაც ენერგეტიკოსები, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და მისი მოადგილეები ესწრებიან.