ლებედევი Independent–ის აქციებს ყიდის

ლებედევი Independent–ის აქციებს ყიდის

ბრიტანული მედია დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რომ ბრიტანული ტაბლოიდი Independent–ი  რუსი კგბ–ს გენერლის ალექსანდრე ლებედევის საკუთრება გახლდათ. Independent –ის გუშინდელმა ინფორმაციამ, რომელიც „მაგნიტსკის“ საქმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოწმის,  ბრიტანეთში მცხოვრობი პერეპლიჩინის მკვლელობის საქმეს შეეხებოდა,მსოფლიო აალაპარაკა,მაგრამ გამოცემის საქმ მაინც ცუდადაა.

ლებედევის ინტერვიუ დღეს მეორე ბრიტანულ ტაბლოიდ Times–ში გამოქვეყნდა.ლებედევის განცხადებით, ის გამოცემისთვის ინვესტორს ეძებს.

„მიუხედავად ყველა ღონისა, რაც ჩვენ რეკონსტრუქტურიზაციაზე დავხარჯეთ, გაზეთი მეორე წელია წაგებაზე მუშაობს, ამიტომ ვეძებ ინვესტორს, რომელიც ჩემი 75%–იანი წილის ნაწილს შეისყიდის“,–აცხადებს ლებედევი.