გერმანიაში ხანძრის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში ხანძრის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიის სამხრეთ–დასავლეთით, ქალაქ ტიტიზე–ნოიშტატდში სახელოსნოს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მუშაობდნენ,ხანძარი გაუჩნდა.

გარდაიცვალა 13 ინვალიდი და საქველმოქმედო ფონდ“კარიტასის“ ერთი მომსამსახურე, კიდევ 8 ადამიანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო, ისინი ქალაქის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

პირველადი მონაცემებით, ხანძარი სათავსოში შენახულმა ქიმიური რეაქტივების აფეთქებამ გამოიწვია.

საწარმოში 120 ინვალიდი მუშაობს, თუმცა ხანძრის მომენტისთვის შენობაში მხოლოდ 60 ადამიანი იმყოფებოდა.