ვახტანგ კოტეტიშვილის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ფოლკლორის ეროვნულ ცენტში

ვახტანგ კოტეტიშვილის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ფოლკლორის ეროვნულ ცენტში

ფოლკლორის ეროვნული ცენტრი დღეიდან, 30 ნოემბრამდე ქართველი მეცნიერისა და ფოლკლორისტის ვახტანგ კოტეტიშვილის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს ჩაატარებს.

კვირეულის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში მოეწყობა გამოფენა, გაიმართება მეცნიერის მიერ მოძიებული ხალხური პოეზიის ნიმუშების საჯარო კითხვა და სხვადასხვა ფოკლორული ანსამბლების კონცერტები.

კვირეული 30 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრში ვახტანგ კოტეტიშვილის შვილის - ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოთი დასრულდება. ღონისძიებაზე სახელწოდებით,  „ლექსო, არ დაიკარგები“ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეული მელექსეები, ფოლკორული ანსამბლები და სახალხო მთქმელები.

30 ნოემბერს, 19:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ხალხური პოეზიის საღამო - ღონისძიება ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

მაყურებელი პირველად მოისმენს ვახტანგ კოტეტიშვილის მიერ შეკრებილ დღემდე გამოუქვეყნებელი ხალხური პოეზიის ნიმუშებს. საღამოს წაუძღვებიან ფოლკლორისტები - ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე.