სირიელმა აჯანყებულებმა მნიშვნელოვან  ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს

სირიელმა აჯანყებულებმა მნიშვნელოვან ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს

სირიელმა აჯანყებულებმა რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ, შეძლეს მდინარე ევფრატზე ქალაქ მანბიჯში  არსებული მძლავრ და მნიშვნელოვან ელექტროსადგურიზე კონტროლის დამყარება, რომელიც ალეპოს ელეტროენერგიით  ამარაგებს.

ელექტროსადგური, რომელიც გასულ საუკუნეში საბჭოთა სპეციალისტების მიერ იყო აშენებული, სირიის ჩრდილოეთ რეგიონის რამდენიმე რაიონს და მსხვილ ქალაქს კვებავდა.

სირიის ხელისუფლებას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აჯანყებულებმა კი ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეორგილი უკვე სოციალურ ქსელში გაავრცელეს.