დეპუტატებს  დასაბუთება მოუწევთ - თუ რატომ სურთ, კონკრეტული პატიმრის მონახულება

დეპუტატებს დასაბუთება მოუწევთ - თუ რატომ სურთ, კონკრეტული პატიმრის მონახულება

პარლამენტის წევრებს წინასწარი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში შესვლის სურვილი თუ გაუჩნდებათ, მათ  მოტივაციის დასაბუთება მოუწევთ - თუ რატომ სურთ, პატიმრის მონახულება.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, წინასწარი დაკავებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირების მონახულებასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს  უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ  ასეთი ნებართვა გასცეს.

„ამ უფლებამოსილების გამოყენებება სათანადო მოტივაციით უნდა იყოს განპირობებული. რამდენიმე თხოვნა მაქვს კონკრეტული პირების მონახულების თაობაზე, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მივიღებ თუ წარდგენილი იქნება წერილობითი დასაბუთება - თუ რატომ სურთ, კონკრეტული პირის ნახვა“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წევრს, აკაკი მინაშვილს ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მონახულების უფლება მისცა.