„მის დედამიწა 2012“-ის გამარჯვებული ჩეხი კონკურსანტი გახდა(VIDEO)

„მის დედამიწა 2012“-ის გამარჯვებული ჩეხი კონკურსანტი გახდა(VIDEO)

მსოფლიო სილამაზის კონკურსის „მის დედამიწა 2012“-ის გამარჯვებული ჩეხეთის წარმომადგენელი ტერეზა ფაიკსოვა გახდა.

ტერეზა ფაიკსოვამ გვირგვინი მისი წინამორბედი „მის დედამიწა 2011“ -ისგან ეკვადორელი  ოლგა ალავისგან მიიღო.

სიალამაზის კონკურსი „მის დედამიწა“ 2001 წლიდან ტარდება, ამ კონკურსზე არ არის ისეთი ტიტულები, როგორიცაა მაგალითად „ვიცე-მისი“ და ა.შ. მათ ადგილზე მონაწილეებს,  სხადასხვა, სტიქიების სახელწოდებებს ანიჭებენ. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები გადაინაწილეს ფილიპინების, ვენესუელისა ბრაზილიის წარმომადგენლება. შესაბამისად,  მათ ჰაერის, ცეცხლისა და წყლის სახელწოდების ტიტულები ერგოთ.

წლევანდელი „მის დედამიწა“  განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა.  კონკურსის რუსმა მონაწილემ „მის რუსეთი 2011“-მა საკუთარი ქვეყანა ასე წარადგინა - „უზარმაზარი, ღარიბი, უბედური და უმოწყალოდ ტანჯული“.

გოგონამ აღიარა, რომ მისი ქვეყანა ცუდი ქვეყანაა, რადგან იქ მოხუცებსა და ბავშვებს დღესაც არ აქცევენ ყურადღებას და საერთოდ არ ეხმარებიან.

კითხვაზე – „რით გეამაყებათ თქვენი ქვეყანა", ნატალია პერევეზრევამ უპასუხა - "ჩემი რუსეთი - ეს არის დაუსრულებელი ომი კავკასიაში. გაბოროტებული ძმა ერები, რომლებიც ადრე ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ახლა კი ამ ენის სწავლებას სკოლაშიც აკრძალულია. ჩემი ქვეყანა არის გამარჯვებული, რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი და გამარჯვება მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად მოიპოვა".

კონკურსის რუსი მონაწილის ამ განცხადებას „მის დედამიწის" ოფიციალურ საიტზე დიდი გამოხმაურება და ათასობით კომენტარი მოჰყვა. რუსული სააგენტოების ცნობით, მათი 90 პროცენტი, ვინც გვერდზე საკუთარი კომენტარი დატოვა, რუს ლამაზმანს ეთანხმებოდა.