ერ-რიადის აეროპოერტში კატამ ავაირესიები შეაფერეხა

ერ-რიადის აეროპოერტში კატამ ავაირესიები შეაფერეხა

საუდიის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის აეროპორტში ფრენები რამდენიმე საათით შეჩერდა. აეროპორტის მწყობრიდან გამოყვანა ...კატამ გამოიწვია. ამ განცხადებას ლიბანური ტელეკომპანია  LBCI News ავრცელებს.

თვითმფრინავის თანამშრომელთა განცხადებით, კატა მოულოდნელად აღმოჩნდა იმ თვითმფრინავის სალონში, რომელიც რეისს ბეირუთისკენ ასრულებდა. აეროპორტის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ კატის დაჭერას, რომელიც სავარძლებს შორის იმალებოდა.

რამდენიმე საათის შემდეგ აეროპორტის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიღო,რეისი სხვა თვითმფრინავით შესრულებულიყო.  ტელევიზიის განცხადებით, კატის ბედი ამ დროისთვის გაურკვეველია.