დავით ნარმანიამ და ბიძინა ბრეგაძემ ახალქალაქში მიმდინარე მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს

დავით ნარმანიამ და ბიძინა ბრეგაძემ ახალქალაქში მიმდინარე მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ დირექტორი ბიძინა ბრეგაძემ ახალქალაქში სარკინიგზო ხაზზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრი ადგილზე გაეცნო კირბულახის ხიდის, ახალქალაქის საერთაშორისო სადგურისა და გვირაბების  მშენებლობის და ახალი ლიანდაგების დაგების პროცესს.

ბიძინა ბრეგაძემ მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რკინიგზის სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესის შესახებ.

„თეთრიწყარო-წალკას უბნის დამეწყრილ მონაკვეთზე  მონოლითური სარკინიგზო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, საერთო სიგრძით 92.8 მ.წალკა-ახალქალაქის მონაკვეთზე  მიმდინარეობს თაღოვანი გალერეის მშენებლობა შვეიცარიული ტექნოლოგიით და კონსტრუქციებით.

უკვე დასრულებულია სასაზღვრო  სარკინიგზო სადგურის მშენებლობა კარწახში, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 3 კმ-ში მდებარეობს. ასევე, დასრულებულია ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხიდის მშენებლობა მდინარე კირბულახზე.   გარდა ამისა, დასასრულს უახლოვდება  ახალქალაქის  საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის კონსტრუქციული ნაწილის სამშენებლო სამუშაოები.

საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად 254 კმ ლიანდაგი გაივლის. ახალ რკინიგზას 1 მლნ მგზავრის გადაყვანისა და პირველ ეტაპზე 5 მლნ ტონა ტვირთის გატარების პოტენციალი ექნება, ხოლო სამომავლოდ წელიწადში 15 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.