ლევან პირველისთვის პოლიტიკური დევნილობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით,  ოფიციალური განცხადება პარლამენტში დღეს შევა

ლევან პირველისთვის პოლიტიკური დევნილობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება პარლამენტში დღეს შევა

ბიზნესმენ ლევან პირველისთვის პოლიტიკური დევნილობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით,  ოფიციალური განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს შევა. აღნიშნულის შესახებ, ლევან პირველმა „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში სკაიპის მეშვეობით გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმენ ლევან პირველისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, პარლამენტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე მიმართავს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სიტყვიერი მოლაპარაკებები პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში არსებობდა, თუმცა ოფიციალური მიმართვა აქამდე არ ყოფილა.

„ჩემთვის გაუგებარია, აქამდე რატომ არ მომანიჭეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი და ისიც გაუგებარია, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ ამ სიის შედგენისას, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 1997 წელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი ევროპარლამენტმა მომანიჭა. მე ვარ ის პირველი ადამიანი, რომელსაც ამ რევოლუციის შემდეგ აღნიშნული სტატუსი მიენიჭა“, - განაცხადა პირველმა.

მისივე თქმით, თუკი პოლიტიკური დევნილის სტატუსს მიიღებს და საქართველოში დაბრუნდება, პოლიტიკურ საქმიანობას აუცილებლად გააგრძელებს და ოპოზიციას ჩაუდგება სათავეში.