დარჩიაშვილი: ბრალდება - უფლებამოსილების გადამეტება, ხელისუფლებაში დაბრუნებულ ძველ კადრებზეც უნდა მოქმედებდეს

დარჩიაშვილი: ბრალდება - უფლებამოსილების გადამეტება, ხელისუფლებაში დაბრუნებულ ძველ კადრებზეც უნდა მოქმედებდეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით,  ბრალდება - უფლებამოსილების გადამეტება, როგორც ოპოზიციაზე, ისე ხელისუფლებაში დაბრუნებულ ძველ კადრებზე, ერთნაირად უნდა მოქმედებდეს.

ამის შესახებ, დარჩიაშვილმა „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ მთავარი ბრალდება,  რომელსაც ყოფილ მაღალჩინოსნებს უყენებენ, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაა. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ამ ყველაფერს მტკიცებულებებით დამტკიცება სჭირდება, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ აღნიშნული ბრალდება ახალი ხელისუფლების ზოგიერთ წევრზეც უნდა გავრცელდეს.  საუბარი მაქვს შსს-ში მომუშავე ძველ კადრებზე, რადგან ისინი 1990-იანი წლებიდან მოდიან და ამ წლებში თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება რამდენად მაღალ დონეზე იყო, ყველას კარგად ახსოვს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.