ვლადიმერ პუტინი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დაემუქრა

ვლადიმერ პუტინი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დაემუქრა

თურქეთის პრემიერ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მკაცრი სატელეფონო საუბარი შედგა. ერდოღანმა რუსეთს და ვლადიმერ პუტინს ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შეწყვეტიკენ მოუწოდა, პუტინის მხრიდან კი ამას მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

თურქული გაზეთი  Aydinlik სატელეფონო საუბრის სტენოგრამას აქვეყნებს.

„პუტინი: თუ ერთი თურქი ჯარისკაცი გადალახავს სირიის საზღვარს, რუსეთს ძალიან მძაფრი რეაქცია ექნება.

ერდოღანი: ეს მუქარაა? ეს ჩვენთვის მიუღებელია.

პუტინი: როგორც გინდათ, ისე იფიქრეთ, მე ჩემი სიტყვა ვთქვი“. თურქული გამოცემის თანახმად, ამ სიტყვების შემდეგ, ერდოღანმა ტელეფონის ყურმილი დააგდო, მასმედიის მეორე ნაწილი კი მიჩნევს, რომ ბოლო განცხადების შემდეგ, ტელეფონი პუტინმა დადო.

თურქეთ-სირიას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2012 წლის 10 ოქტომბერს, თურქებმა მოსკოვიდან დამასკოში მიმავალი თვითმფრინავი, ანკარის აეროპორტში დასვეს და ჩხრეკა ჩაატარეს. მაშინ თვითმფრინავის ბორტზე სამხედრო იარაღი და სადაზვერვო რადიომოწყობილობები აღმოაჩინეს.  თურქულმა მხარემ აღმოჩენილი ბარგის კონფისკაცია მოახდინა.