„თელასის

„თელასის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დევი კანდელაკი დაინიშნა

„თელასის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დევი კანდელაკის დანიშვნის შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაშია ნათქვამია, რომ დევი კანდელაკი, ამავდროულოად, შპს „მტკვარი ენერგეტიკა"-ს, სს „ხრამი–1"-ისა და სს „ხრამი–2"-ის („ინტერ რაო ეეს"–ის ჯგუფის გენერაციის აქტივები საქართველოში) გენერალური დირექტორია.

„დევი კანდელაკმა 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 2005 წელს მიიღო მენეჯმენტის ევროპული სკოლის დიპლომი. 2000 წელს დევი კანდელაკი კომპანია „AES-მტკვარი"-ს ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლამდე ამავე კომპანიის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003 წელს იგი გახდა კომპანია „მტკვარი ენერგეტიკა"–ს გენერალური დირექტორი. 2008 წლიდან დღემდე დევი კანდელაკი შპს „მტკვარი ენერგეტიკა"–ს, სს „ხრამი–1" და სს „ხრამი–2"-ის გენერალური დირექტორია. სს „თელასი"–ს ყოფილი გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი მუშაობას „ინტერ რაო ეეს"–ის ჯგუფში "რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის" ("რაზთეს"–ის) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს" - ნათქვამია „თელასის" განცხადებაში.

კომპანია „თელასი" ელექტროენერგიას 460 ათასზე მეტ მომხმარებელს აწვდის. 2003 წლის აგვისტოში იგი „ინტერ რაო ეეს"–ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს" მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.