ადელის კომპოზიციები ძილის წინ ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია(VIDEO)

ადელის კომპოზიციები ძილის წინ ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია(VIDEO)

როგორც ჩანს, ადელის სიმღერები ყველაზე კარგი საშუალებაა ძილისთვის, ბრიტანელების ნაწილი მის კომპოზიციებს ძილის წინ ყველაზე ხშირად უსმენენ. ასეთი დასკვნა გაკეთდა  იმ გამოკითხვების შედეგად, რომელიც ბრიტანული სასტუმროების ქსელმა Travelodge ჩაატარა. ექსპერიმენტში მონაწილეობა 2000 ბრიტანელმა მიიღო. შედეგები ქსელის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

სიაში, შემსრულებლები, რომლეთა მოსმენაც ყველაზე სასურველია ძილის წინ, ადელის შემდეგ მეორე დგილზე Coldplay აღმოჩნდა. ჯგუფი კრის მარტინის ხელმძღვანელობით უკვე მესამედ მოხვდა მსგავსი რეიტინგის პირველ სამეულში, ერთხელ 2008 წელს, მეორედ კი 2010-ში.

რეიტინგში მესამე ადგილზეა Snow Patrol, მეოთხეზე კი ბარი უაიტი. პირველ ხუთეულს One Direction ხურავს, მათი სადებიუტო ალბომის სახელწოდებაა „Up All Night.“

სიაში ასევე არიან, ფრენკ სინატრა, კლიფ რიჩარდი, მაიკლ ბუბლე. აღმოჩნდა, რომ ბრიტანელებს ძილის წინ კლასიკური მუსიკის მოსმენაც უყვართ, მათ შორის მოცარტის, ბეთჰოვენისა და ბახის.