მათიას მერინგი პარლამენტში შეხვედრებს გამართავს

მათიას მერინგი პარლამენტში შეხვედრებს გამართავს

გერმანიის ფედერალური აუდიტორული ოფისის წევრი, დოქტორი - მათიას მერინგი ხვალ, პარლამენტში შეხვედრებს გამართავს.

ამის შესახებ from.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მათიას მერინგი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს,  დავით ონოფრიშვილს შეხვდება. ასევე სტუმარი საჭიროებისამებრ, საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდება.

ამასთან, დაგეგმილია პრეზენტაცია თემაზე - „უმაღლესი აუდიტორული ორგანოსა და პარლამენტის თანამშრომლობა“ - გერმანული გამოცდილება.

ასევე შეხვედრებზე GIZ-თან შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.