თბილისს დღეს ქეთრინ ეშტონი ეწვევა

თბილისს დღეს ქეთრინ ეშტონი ეწვევა

თბილისს დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი ეწვევა.

იგი საქართველოში რამდენიმე საათით ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთანაც.

გამგზავრების წინ, 17:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ქეთრინ ეშტონი პრესკონფერენციას გამართავს.