რუსმა წყვილმა ორქიდეების დაკრეფაში 9500 დოლარი გადაიხადა

რუსმა წყვილმა ორქიდეების დაკრეფაში 9500 დოლარი გადაიხადა

შრი-ლანკას ქალაქ რატნაპურის სასამართლომ რუსი წყვილი ორქიდეების დაკრეფვისთვის გაასამართლა. წყვილმა ყვავილების დაკრეფა სინხარაჯას ტყის მახლობლად გადაწყვიტა და ...ეს სიამოვნება მათ 9 500 დოლარი დაუჯდათ.

წყვილს ყვავილების დაკრეფვის გარდა, ბრალად ედება 345 ეგზოტიკური ყვავულის სახეობის დაკრეფა, ტყის ნაკრძალის თანამშრომლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ადგილობრივი ჟურნალისტისთვის კამერის დამტვრევა. მოსამართლის განცხადებით, რუსმა წყვილმა დაპატიმრებისას წინააღმდეგობა გაწია და მათ  სამართალდამცავები დაკბინეს.