გიორგი ვაშაძე:  ვანო მერაბიშვილის მიმართ  ბრალდება კომიკური და სასაცილოა

გიორგი ვაშაძე: ვანო მერაბიშვილის მიმართ ბრალდება კომიკური და სასაცილოა

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე შს სამინისტროს დღევანდელ განხაცდებას ვანო მერაბიშვილის შესახებ „პოლიტიკურ თამაშს" უწოდებს.

„ესაა პოლიტიკური თამაშის საგანი და მეტი არაფერი. ეს მე არასერიოზულ თემად მიმაჩნია. იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას ვუთხარით, რომ აღარც დენი გაიაფდება და აღარც გაზი, რომ 220 ლარი პენსია აღარ იქნება, გადასახადები აღარ შემცირდება, სოციალური ფენის მიმართულებით სასიკეთო არაფერი შეიცვლება, საუბარი, თუ რა მასალები მოიპოვა შს სამინისტრომ, არასერიოზულად მიმაჩნია. ეს არის კომიკური ბრალდება და ამაზე სხვა პასუხი არ მაქვს. ეს ყველაფერი სასაცილოა" - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.

შსს მთავარ პროკურატურას შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ კანონდარღვევის ფაქტზე გამოძიებისთვის მასალებს უგზავნის. როგორც სამინოსტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, საქმე ეხება 2006-2008 წელში ვანო მერაბიშვილის მხრიდან განხორციელებულ უკანონობას. კერძოდ, გიორგობიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, რადგან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მათი დარჩენით ხელი შეეშლებოდა სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.