სერგეი უდალცოვი: „მილიონიან მარშზე“ არა მარტო პოლიტიკურ, არამედ სოციალურ მოთხოვნებსაც წამოვაყენებთ

სერგეი უდალცოვი: „მილიონიან მარშზე“ არა მარტო პოლიტიკურ, არამედ სოციალურ მოთხოვნებსაც წამოვაყენებთ

რუსეთის ოპოზიციის გადაწყვეტილებით, „მილიონიანი მარშის“ მორიგი მსვლელობა მოსკოვში 15 დეკემბერს მოეწყობა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერის სერგეი უდალცოვის განცხადებით, ამჯერად არა მარტო პოლიტიკურ, არამედ სოციალურ მოთხოვნებსაც დააყენებენ.

„ტრადიციული ლოზუნგების გარდა-საპრეზიდენტო და საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის, პოლიტმატიმრების გათავისუფლების და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის გარდა , ჩვენ კომუნალური გადასახადების ზრდის შეწყვეტას და განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვისა და კულტურის არასაკმარის დაფინასებას, შრომითი კოლექტივებისა და პროფკავშირების უუფლებობას  გავაპროტესტებთ“,-აღნიშნავს უდალცოვი.

„მილიონიანი მარში“ 15 დეკემბერს კონითეატრ „პუშკინიდან“ დაიწყება.