კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ბიბერი დააჯილდოვა(VIDEO)

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ბიბერი დააჯილდოვა(VIDEO)

კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერიმ  თავის თანამემამულე პოპ-შემსრულებელს ჯასტინ ბიბერს დედოფალ ელისაბედ II  „ბრილიანტის იუბილესთან“ დაკავშირებით მედალი, ქვეყნის წინაშე დამსახურებებისთვის გადასცა.

კანადის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნის მმართველია პრემიერ-მინისტრი, თუმცა სიმბოლურად  ქვეყანა  გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს ემორჩილება.

დედოფლის იუბილესთან დაკავშირებით, კანადის მოქალაქეებს, ქვეყნის წინაშე გაწეული დამსახურებებისთვის სულ 60 ათასი საიუბილეო მედალი გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონია ოტავაში, მილიონობით ახალგაზრდის 18 წლის კუმირის კონცერტის შემდეგ შედგა.  „მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, ბიბერისთვის ამ მედლის გადაცემით“- დაწერა თავის მიკრობლოგზე პრემიერმინისტრმა, რომელიც კონცერტზე თავისი 15 წლის ვაჟთან, ბენთან ერთად მოვიდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ პრემიერი და ბიბერი მაგიდის ჩონგბურთის ერთად თამაშზეც შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ,  ჯასტინ ბიბერმა  ცოტა ხნის წინ, გამართულ American Music Awards-ზე,  ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - „წლის არტისტის“ წოდება მოიპოვა. გარდა ამისა, მან  მამაკაცთა შორის საუკეთესო პოპ და როკ მუსიკის შემსრულებლის ჯილდოც მიიღო.