იური მეჩითოვი: მე კრიმინალი არაფერი  ჩამიდენია  და  ეს  აგორებული შავი პიარია

იური მეჩითოვი: მე კრიმინალი არაფერი ჩამიდენია და ეს აგორებული შავი პიარია

კულტურის მინისტრის მოადგილე იური მეჩითოვი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული  სკანდალური ფოტოებს  მის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს უწოდებს.

აღნიშნულის შესახებ, იური მეჩითოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

 მეჩითოვის განმარტებით, ეს ფოტოები არ არის მოპოვებულუ შავი გზით, ეს მისი კერძო ფოტოებია, რომლებიც  თავის ვებ-გვერდზე დიდხანს იდო და აღნიშნავს, რომ ამაში ვერავითარ კრიმინალს ვერ ხედავს.

„ვინმე თუ ხედავს აქ რაიმე კრიმინალს, ეს არის მისი პრობლემა, მისი ზნეობის, მისი აღზრდის, მისი განათლების, კულტურის პრობლემა. მე 62 წელი მიცხოვრია ამ ქვეყანაზე და უამრავი რამ გამიკეთებია, ველოსიპედითაც მივლია და დადონ ახლა ის ფოტოებიც და თქვან, რომ არ არის შესაფერისი მინისტრის მოადგილის თანამდებობისთვის. ეს არის ჩემი ცხოვრება, მე ხელოვანი კაცი ვარ, ძალიან თავისუფალი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ვცხოვრობ და იმედი მაქვს, რომ ვიცხოვრებ მიუხედავად იმ პოსტისა, რომელიც ახლა მიკავია. მე მიჭირს მუშაობა იმ პირობებში, როდესაც აგორებულია სკანდალი, აგორებულია მიზანმიმართულად ჩემი გაშავებისთვის. მე კრიმინალი არაფერი ჩამიდენია და აგორებულია შავი პიარი, ეს კი, სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა“,- განაცხადა  მეჩითოვმა.

 ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის,  ფოტოხელოვან იური მეჩითოვის სკანდალური ფოტო გავრცელდა.

ფოტოზე მინისტრის მოადგილე სამ შიშველ ახალგაზრდასთან ერთად არის გამოსახული. მათ შორის,  ერთ-ერთი - ცნობილი მწერალი ერეკლე დეისაძეა.