თეა წულუკიანი:  თენგიზ  გუნავას  შეუძლია  იდავოს

თეა წულუკიანი: თენგიზ გუნავას შეუძლია იდავოს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სამართალდამცველთა მისამართით, შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ბრალდებები სიცრუეა და აღნიშნა, რომ თენგიზ გუნავას შეუძლია იდავოს.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე კვლავ დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე, წულუკიანი აცხადებს, რომ „ძალიან კარგია, თუ დაიბარეს“.
ცნობისთვის, შსს-ს გენინსპექციის უფროსი თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკის მოხმარების გამო დააკავეს. საქალაქო სასამართლომ კი მას აღმკვეთი ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გუნავა მიიჩნევს, რომ მის მიმართ უკანონობა იქნა ჩადენილი, რის გამოც მან დღეს პროკურატურას სარჩელით მიმართა.
რაც შეეხება კალანდაძეს, იგი პროკურატურაში დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს.