სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ისეთი ამნისტია არ იქნება, რომელიც ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებას გამოიწვევს.
შესაბამისად, მისი თქმით, საჭირო ოყო ამნისტია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება უსამართლოდ ხდებოდა.
რაც შეეხება, შეწყალებას, მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, პატიმრების შეწყალების პრაქტიკა უნდა შეიცვალოს.
„შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, შესაბამისად, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. მთავარი პრობლემა წლების განმავლობაში იყო, რომ პრეზიდენტი შეწყალების კომისიის გვერდის ავლით ათავისუფლებდა პატიმრებს, მაგალითად, ისეთებს, ვისაც 20 წელი ჰქონდათ მისჯილი ნარკოტიკების გასაღებისთვის და მხოლოდ 2 თვე ჰქონდათ მოხდილი. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან ხშირად არჩევნებთან იყო დაკავშირებული. ეს პრაქტიკა თუ შეიცვლება, ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა სუბარმა.