სააკაშვილმა ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სააკაშვილმა ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტს მოჰამედ მორსის სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თქვენო ბრწყინვალებავ, მიიღეთ ჩემი გულითადი სამძიმარი იმ უბედური შემთხვევის გამო, რომელმაც 50 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უმეტესად ბავშვების, სამხრეთში, ასიუთის პროვინციის მანფალუტის რაიონში. ამ ღრმა მწუხარების მომენტში მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა და ხალხი ამ უბედურ შემთხვევას იმ ადამიანების ოჯახებთან ერთად განიცდის, ვინც ამ ტრაგიკულ შემთხვევას შეეწირა. თქვენო ბრწყინვალებავ, გთხოვთ გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახებს და ჩემი პატივისცემა და თანადგომა მიიღოთ" - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.