ირაკლი ღარიბაშვილი: ამნისტიის შედეგად შეიძლება, ციხიდან ბევრი არასასურველი ადამიანი გამოვიდეს

ირაკლი ღარიბაშვილი: ამნისტიის შედეგად შეიძლება, ციხიდან ბევრი არასასურველი ადამიანი გამოვიდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ამნისტიის კანონის" ამოქმედების შედეგად საპატიმრო დაწესებულებები ბევრმა „არასასურველმა ადამიანმა" დატოვოს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უდგება და კანონპროექტსაც დაწვრილებით შეისწავლის.

„ჩვენ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდებით, რადგან ამის შედეგად შეიძლება ციხიდან ბევრი არასასურველი ადამიანის გამოშვება მოხდეს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია არ დაიძაბოს. ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ეს არ მოხდეს. ვიმედოვნებთ, პარლამენტი ჩვენთან ითანამშრომლებს და ჩვენს მოსაზრებებს გაითვალისწინებს" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მისიის კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს პარლამენტს ორ-სამ დღეში გადაუგზავნის.