ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი პროექტი

ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი პროექტი

დღეს, 20 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ანა ნალბანდიანის ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამო, რომელიც ილია ჭავჭავაძის 175 წლისთავს მიეძღვნება. წარმოდგენილი იქნება მწერლის ლექსები, პროზაული ნაწარმოებების ფრაგმენტები კლასიკური მუსიკის თანხლებით. ასევე შესრულდება ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის „მკითხველთა კლუბი“ იწყებს ახალ პროექტს „კლასიკური მუსიკის საღამოები“. პროექტის ფარგლებში დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართება ღონისძიება „ბეთჰოვენი... კლასიციზმიდან რომანტიზმამდე.“

პროექტის ავტორია ნინო ბეჟიტაშვილი. ღონისძიებას გაუძღვება დავით გაჩეჩილაძე.