ავთანდილ სილაგაძე: უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა კონკურსი არამართლზომიერად ჩატარდა

ავთანდილ სილაგაძე: უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა კონკურსი არამართლზომიერად ჩატარდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პროფესორებმა დღეს for.ge - ის პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ავთანდილ სილაგაძემ კონკრეტულად, უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა არამართლზომიერად ჩატარებულ  კონკურსსა და არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

სილაგაძემ საფუძვლიანი ეჭვი გამოთქვა, რომ  კონკურსში გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ არის განსაზღვრული და აღნიშნა, რომ შედეგად, პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი უნივერსიტეტს გარეთ რჩება.

ავთანდილი სილაგაძე ამბობს, რომ თავადაც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფება და დღემდე უნივერსიტეტიდან იმ  დოკუმენტების გადაცემას მოითხოვს, რომლითაც კომისიამ მისი მისამართით რიგი შენიშვნები გამოთქვა.

„2006 წელს პროტესტის ნიშნად  რექტორის მოადგილის თანამდებობა დავტოვე და ვფიქრობ,  ეს გახლდად იმის საფუძველი,  რომ შემდეგ წლებში, უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვის საშუალება არ მოეცათ. წელს კონკურსი, 80-ზე მეტ საშტატო ერთეულზე იყო გამოცხადებული, მათ   შორის,  ეკონომიკისა და ბიზნებსის ფაკულტეტზე. შესაბამისად, კონკურსში ამ მიმართულებით ვმონაწილეობდი. შორს ვარ იმ აზრისგან,  რომ  კონკურსანტებს შორის საუკეთესო ვიყავი,  მაგრამ იმ აზრისგანაც შორს ვარ,  რომ მე მათ შორის ბოლო ვიყავი, ვისთვისაც  უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობის აკრძალვა შეიძლებოდა.

ეს ყველაფერი წინასწარ განზრახულ მიზანს ჰგავს, რომ  ესა თუ ის  კონკრეტული პიროვნება უნივერსიტეტში არ მოხვდეს.  აქვე აღვნიშნავ,  რომ უნივერსიტეტში ბევრი ღირსეული ადამიანი მოღვაწეობს, თუმცა ბევრი ღირსეულია გარეთ და ეჭვი მაქვს, რომ  ეს სუბიექტური მიზეზების გამო ხდება“, - განაცხადა სილაგაძემ.

მან ბრიფინგზე  უნივერსიტეტის მიერ, გადმოცემული კონკურსში მონაწილეობის მიღების დამადასტიურებელი გარკვეული დოკუმენტაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტები კომისიის არაკომპეტენტურობას ადასტურებს.

„უნივერსიტეტს დოკუმენტების გამოთხოვნით მივმართე და შესაბამისი დოკუმენტები ერთი თვის შემდეგ მივიღე, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ერთი დოკუმენტი არ მქონდა. ეს მეორე ტურის დოკუმენტს ეხება.შესაბამისად, ჩემი დოკუმენტების სრულყოფილად გადმოცემა მოვითხოვე, შესაბამისი განცხადებაც დავწერე, თუმცა დღემდე დოკუმენტი არ მიმიღია.

შედეგად, იძულებული გავხდი სამოქალაქო სასამართლოსათვის მიმემართა, რომ  უნივერსიტეტს დაევალოს ჩემთან დაკავშირებული დოკუმენტები  ჩემთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი გახადოს“, - განაცხადა სილაგაძემ.

აქვე, სილაგაძემ შეფასების ის დოკუმენტი წარმოადგინა, რომელზეც კომისიის წევრები ხელს აწერენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ დოკუმენტს აბსოლუტურად იზოლირებული ფურცელია. მას არც ა რიცხვი აქვს დართული და  არც გაგრძელება.

„ეს მხოლოდ ბოლო გვერდია. შესაბამისად, საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს ცალკე,  კომისიის წევრების მიერ,  ხელმოწერილი დოკუმენტია,  რომელიც შემდეგ გაამრავლეს და არ გამოვრიცხავ,  სხვა კონკურსანტების დოკუმენტებსაც დაურთეს. ეს განა კონკურსია?“, - განაცხადა სილაგაძემ და დასძინა, რომ ჯერ-ჯერობით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება..