ნოდარ ხადური: მთავრობის  სხდომაზე სოციალურ შეღავათებთან დაკავშირებით,  მერიის ინიციატივა განიხილებოდა

ნოდარ ხადური: მთავრობის სხდომაზე სოციალურ შეღავათებთან დაკავშირებით, მერიის ინიციატივა განიხილებოდა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოციალურ შეღავათებთან დაკავშირებით,  მერიის ინიციატივა განიხილებოდა და ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას ინფორმაცია მიაწოდა.

„განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ სოციალური შეღვათები მიიღოს ისეთივე წესით, რომლითაც იღებდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება სამომავლო საქმიანობას, ამაზე 2013 წლის ბიუჯეტის განხილვისას ვიმსჯელებთ. ხალხზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უბრალო ადამიანები არ დაიჩაგრონ“,- განაცხადა ხადურმა.