მოსკოვის ძველ არბატზე მოწევა აიკრძალება

მოსკოვის ძველ არბატზე მოწევა აიკრძალება

მოსკოვის ძველი არბატი შესაძლოა რუსეთის პირველ „არამწეველ“ ქუჩად გამოცხადდეს. ამ ინიციატივით რუსეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გამოდის.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ევგენი ბაბენკო ამბობს, რომ დეპუტატები ამ ინიციატივას მოსკოვის მერიაში გადააგზავნიან. წინასწარი ინფორმაციით, იდეას მხარს უჭერს ცენტრალური ოლქის პრეფექტურა და რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივ საქმეთა პალატა.

ბაბენკოს განმარტებით, მოწევა აეკრძალებათ უშუალოდ ქუჩაზე გამვლელებს და მოსეირნეებს. ხოლო ძველ არბატზე მდებარე კაფეებსა და რესტორნებში მოწევა დასაშვები იქნება მანამ, ვიდრე ფედერალური ხელისუფლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის შესახებ კანონს არ მიიღებს.