გიორგი ფოჩხუას ოჯახი საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს

გიორგი ფოჩხუას ოჯახი საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს

მსახიობ გიორგი ფოჩხუას ოჯახი დღეს პროკურატურაში საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით განცხადებას შეიტანს. აღნიშნულის შსახებ ჟურნალისტებთან გიორგი ფოჩხუას დამ ელენე ფოჩხუამ განაცხადა.

მისი თქმით, მკვლელობის ბევრი დეტალი გაურკვეველია, რის გამოც ფოჩხუების ოჯახი საქართველოს მთავარ პროკურორს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.

ზუგდიდის შალვა დადიანის დრამატული თეატრის რეჟისორი და მსახიობი გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში 14 აგვისტოს მოკლული იპვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია დააკავეს. ცობეხიასთან ერთად, დაკავებულია ნიკოლოზ ბაძაღუაც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვისთვის ედავება. მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.