ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

დუშეთის რაიონის სოფელ ცივწყაროსთან ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. თბილისისკენ მოძრავი „ოპელის" მარკის ავტომობილი ფასანაურის მიმართულებით მიმავალ სატვირთოს შეეჯახა. გარდაცვლილებიდან ორი მამაკაცი და ორი ქალია.

ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანა იმდენად დაზიანდა, რომ ცხედრების გადმოყვანას 3 საათი დასჭირდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. თვითმხილველების ცნობით, „ოპელი" საპირისპირო მხარეს გადავიდა, რასაც შეჯახება მოჰყვა.

ავარიის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.