მერილინ მონრო და Chanel №5 (VIDEO)

მერილინ მონრო და Chanel №5 (VIDEO)

 Chanel-ის  პარფიურმერიის სახლმა გადაწყვიტა ყველას დაუმტკიცოს, რომ მსოფლიოს ყველა დროის სექსუალური ქალბატონი მერილინ მონრო მათი საკულტო არომატის Chanel №5-ის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. ეს ფაქტი საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა  Chanel -მა რატომღაც საჭიროდ ჩათვალა ამის დამადასტურებელი მასალა გამოექვეყნებინა.

Chanel -ის პარფიურმერიული სახლი  სპეციალური ვიდეორგოლი ლეგენდარული მერილინისა და ასევე ლეგენდარული Chanel №5-ის სიყვარულზეა. ცნობილმა ქერათმიანმა ქალბატონმა Chanel №5-ს  მართლაც დიდი წარმატება მოუტანა. 1952 წელს მერილინმა  ჟურნალ Life-ს მისცა ინტერვიუ, ჟურნალისტმა  ჰკითხა „ღამით რისი ჩაცმა გიყვართ ყველაზე მეტად, რას იცმევთო“-  მონრომ თამამად უპასუხა,- „მხოლოდ Chanel №5-ის რამდენიმე წვეთსო.“   მაშინ ამ სიტყვებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და საზოგადოებრივ აზრზეც დიდი გავლენა მოახდინა.

ახალ ვიდეოში Chanel-ის პარფიურმერიის სახლმა მსახიობის რამდენიმე აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტო და ასევე ჟურნალ Life -სთან ინტერვიუს გამოუქვეყნებელი აუდიოჩანაწერი გააერთიანა.