ჰააგის ტრიბუნალმა ხორვატი გენერლები გაამართლა

ჰააგის ტრიბუნალმა ხორვატი გენერლები გაამართლა

საერთაშორისო ტრიბუნალის სააპელაციო პალატამ ორი ხორვატი გენერალი გაამართლა. ჰააგამ არ დაამტკიცა ანტე გოტოვინის და მლადენ მარკაჩის მიერ სერბეთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1995 წლის ხორვატია-სერბეთის ომში.

2011 წელს  სასამართლომ გატოვინს 24 წლით , მარკაჩს კი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ მაშინ ჩათვალა, რომ ისინი მკვლელობებში, რეპრესიებსა და საკუთრების მიტაცებაში არიან დამნაშავენი.

ანტე გოტოვინი და მლადენ მარკაჩი დანაშაულს არ აღიარებდნენ.

ჰააგის სასამართლოს პარალელურად, ხორვატიაში ხალხმრავალი დემონსტრაციები მიმდინარეობდა გენერლების გათავისუფლების მოთხოვნით, რადგან ხორვატ ხალხს მიაჩნია, რომ ორივე გენერალი სამშობლოს გმირია.