სასჯელაღსრულების დაწესებულებებს   89 პატიმარი დატოვებს

სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 89 პატიმარი დატოვებს

სასჯლაღსრულების პრობაციის ადა იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს  89 პატიმარი დატოვებს.

აღნიშნულის შესახებ, სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა,  ახალი შემადგენლობით,  მსჯავრდებულთა განცხადებების განხილვა აქტიურად დაიწყეს და ადგილობრივმა საბჭოებმა  600-მდე განცხადება განიხილა.

„პრიორიტეტი მიენიჭათ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულებს, ასევე პირებს, რომლებიც არ არიან გასამართლებული ძალადობრივი დანაშაულისთვის და მსჯავრის სრულ მოხდამდე დარჩენილი აქვთ 6 თვემდე. ამასთანავე, ინდივიდუალურად შეფასდა  მსჯავრდებულთა მიერ  დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკები“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.