გია აბდალაძე: დოკუმენტებითა და იმ ვიდეო მასალებით, რომლებიც ჩვენს უდანაშაულობას ამტკიცებენ, ყველაფერი გამოაშკარავდება

გია აბდალაძე: დოკუმენტებითა და იმ ვიდეო მასალებით, რომლებიც ჩვენს უდანაშაულობას ამტკიცებენ, ყველაფერი გამოაშკარავდება

ჯაშუშობაში  ბრალდებული ფოტორეპორტიორები: გია აბდალაძე, ზურა ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე პროკურატურას მათი საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართავენ.

ფოტორეპორტიორ  გია აბდალაძის განცხადებით, თავიანთ უდანაშაულობასთან დაკავშირებით, მათ მომავალ კვირაში ახალი მტკიცებულებები ექნებათ და აღნიშნა, რომ დოკუმენტებითა და იმ ვიდეო მასალებით, რომლებიც მათ უდანაშაულობას ამტკიცებენ, ყველაფერი გამოაშკარავდება.

„ჩვენ დღემდე არცერთი არ ვეთანხმებით იმ ბრალდებას, რომელიც წაგვიყენეს,  მიუხედავად იმისა, რომ  ზოგი ფსიქოლოგიური და ზოგი ფიზიკური ზეწოლის შედეგად,  ვაღიარეთ ის, რაც ვაღიარეთ.  ამ თვალსაზრისით, ახალი გარემოებები  გამოჩნდა  და უახლოეს დღეებში  ჩვენს უდანაშაულობასთან დაკავშირებით,  ახალი მტკიცებულებები გვექნება. იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეო მასალებისა და დოკუმენტების მიხედვით, ყველაფერი გამოაშკარავდება“, - განაცხადა აბდალაძემ.

ცნობისთვის, ჯაშუშობის ბრალდებით ფოტორეპორტიორები გია აბდალაძე, ზურა ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე გასული წლის გაზაფხულზე დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს ბრალად „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება ედებოდათ. მოგვიანებით, ფოტორეპორტიორები გაათავისუფლეს, თუმცა მათთვის ბრალი არ მოუხსნიათ.